აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან“ წარმატებული სტუდენტები ჯილდოს მიიღებენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება დაიწყო. ჯილდოს მიიღებენ, აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2024-2025 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვეს 100%, 70% და 50% სასწავლო გრანტი. 100% საგრანტო ქულის მფლობელი აბიტურიენტი...
3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).