წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება

ხვალ, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები და მოხალისე ახალგაზრდული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი “ახალგაზრდული დღეები-2025“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.