სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, ტყის პერიმეტრებზე და ჯაგნარებში ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული ტექნიკით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით მუშავდება ის ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგებით მავნებლის დიდი რაოდენობა აღინიშნება. აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი...