დღეს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრისკარის ცენტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და ორგანიზებით, ზეთისხილის ხე დაირგო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ზეთისხილის ხის დარგვის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ამ ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.