აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება დაიწყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში ჩასართავად, სტუდენტებმა, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მოსაპოვებლად მერიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობის...