“კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტის, „კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო, აქციაში ჩაერთვნენ პირველი, მეორე და ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის...