აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მაიდნის, გეზათისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტის მიხედვით ადგილზე ეწყობა ხელოვნური საფარი, სპორტული ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება გარე განათება, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები. მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსთან,...