აბაშაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამონიტორინგო ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს ტერიტორიების ცივი შესხურებით წამლობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამონიტორინგო ჯგუფების მიერ, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მავნებლის გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ტერიტორიების ცივი შესხურებით წამლობა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო (საყანე) მასივების მიმდებარე ტყე-ბუჩქნარებისა და ჯაგნარების შეწამვლითი ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების...

აბაშელი სპორტსმენების წარმატება

საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში, აბაშელმა სპორტსმენებმა ჩემპიონობა მოიპოვეს და 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ მაგიდის ჩოგბურთში ნინი ლიპარტია, მძლეოსნობაში კი თაზო რურუა. ნინიმ საქართველოს ახალგაზრდულ პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში, U19 ასაკობრივ კატეგორიაში (გოგონებში) პირველი ადგილი დაიკავა, ასევე...

26 მაისი აბაშაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების სკოლაში ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ გაიმართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებები და საესტრადო სიმღერები. კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გამოიფინა...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა აბაშაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, აბაშაში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისის პროგრამა: 14:00 - საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია (თავისუფლების ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია). 14:30 - ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

აბაშაში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნას. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა, კონსტანტინე კაჭარავამ სამადლობელი პარაკლისი აღავლინა, სიტყვით მიმართა მრევლს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მსახურების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყო. მრევლთან ერთად პარაკლისს ესწრებოდნენ და მსვლელობას შეუერთდნენ აბაშის...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

18 მაისამდე შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ‘თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება....

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ხოშტარიამ, მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა, 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს 9 მაისისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით,...

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ქალაქის ცენტრი

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ადმინისტრაციული შენობები, ქალაქის ცენტრი თავისუფლების ქუჩაზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრისა და რკინიგზის სადგურის შენობები. ფოტო: აბაშის მერია