თავისუფლების ქუჩაზე, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, N102 მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან ეწყობა სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცე. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.