აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20 აპრილს შპს “შანი” საოჯახო მედიცინის ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ. დამატებით ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.