აბაშის მერიაში პარალეგალებთან შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ. იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, მაია ნოზაძემ, დამსწრე პირებს მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის...

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

აბაშაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერისა და საკრებულოს სამსახურების წარმომადგენლები. აბაშის მუნიციპალიტეის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ცენტრის ინდივიდუალური შემსრულებლები, კვარტეტები, კვინტეტები, დუეტები, ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდი, ასევე ხელოვნების...

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დასრულების ეტაპზეა: მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარანჭალაში გზის რეაბილიტაცია, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო N9, N5 და N3 ქუჩებზე. გზის რეაბილიტაცია ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრის კარიდან სოფელ ძვ. აბაშის მიმართულებით. აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ასფალტო-ბეტონის...

“საჩუქარი დედებს“

დედის დღეს მიეძღვნა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლაში გამართული ღონისძიება „საჩუქარი დედებს“. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით პირველად წარსდგნენ ხელოვნების სკოლის პირველ კლასები. საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის უფროსი, ლადო ავალიანი, პედაგოგები, მშობლები. ღონისძიებაში...

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....