აბაშის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან ბაზარში საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს შეიარაღებული პირები დახვდნენ. მედიის ინფორმაციით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარს ტელეფონი წაართვეს და გაკოჭეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს, ბავშვთა გასართობი ცენტრის ზღაპრის გმირები ეწვივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა...