აბაშაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასურსათო ბარათები გადასცეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სტიქიის (პერმანენტული ძლიერი წვიმა) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 350 ლარიანი სასაჩუქრე სასურსათო ბარათები გადაეცათ. ბარათების გადაცემის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით სასურსათო ბარათი 93-მა ოჯახმა მიიღო. სასაჩუქრე ბარათით...