აბაშაში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მალე დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აბაშის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 150 ბავშვზე გათვლილ ქალაქის პირველი საბავშვო ბაღის შენობას, 75 ბავშვზე გათვლილ მაიდნისა და მარნის საბავშვო ბაღებს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 413 000 ლარით დაფინანსდება....