სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 5 108 000 ლარით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი...