აბაშის მუნიციპალიტეტმა მეოთხედ უმასპინძლა ღია პირველობას მაგიდის ჩოგბურთში, სადაც 12 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. აბაშის მუნიციპალოტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებში სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U11 U15 U17 პირად ერთეულებში გაიმართა. ღია პირველობაზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 8 მაგიდის ჩოგბურთელი მონაწილეობდა. გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტიდან...
სამინისტრო: წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...