ონკოპაციენტებს ოპერაციები დაუფინანსდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...

მთავრობა: სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...

აბაშაში “აბაშობა-2023” მიმდინარეობს

დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია. „ვულოცავ ჩემს აბაშელებს ამ მნიშვნელოვან და ულამაზეს დღეს, დღესასწაული სასიამოვნო ტრადიციად იქცა აბაშელთათვის, სტუმრებისთვის, თითოეული სოფლისთვის, რადგან სწორედ დღესაა აქ წარმოდგენილი ხვავი, ბარაქა, სოფლის ძლიერება. ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა ახლავს თან, მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული...

28 ოქტომბერს “აბაშობა-2023” გაიმართება

28 ოქტომბერს, აბაშის მუნიციპალიტეტში „აბაშობა- 2023“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14 :00 სახალხო ღონისძიება. საქართველოს ეროვნულ გმირთა - ქვეყნის პირველი ეროვნული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და მისი უახლოესი თანამებრძოლის, მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. "საპატიო აბაშელის“ წოდებებით, კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია. მუსიკალური წარმოდგენა: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს, მათგან 7 დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

აბაშაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 8 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ ტერიტორიებზე: აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. მარანჭალაში #9; #5 და #3 ქუჩებზე.სოფ. ნორიოში მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით.სოფ. ნორიოში საბოკუჩაოს N2 და N3 ქუჩებზე.აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და...

აბაშელი ნინი ლიპარტიას წარმატება

აბაშელი მაგიდის ჩოგბურთელი, ნინი ლიპარტია საქართველოს უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა წარმატებას ქალთა უმაღლესი ლიგის დასკვნით ტურზე მიაღწია, რომელიც ქალთა შორის მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. მთელი წლის შედეგების მიხედვით, სარეიტინგო ქულებით, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ნინი ლიპარტია მაგიდის ჩოგბურთში (U17) გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია.

აბაშელი ჰოკეისტების წარმატება

წელს პირველად ერთდროულად გახდნენ აბაშელი ჰოკეისტი ვაჟები და გოგონები საქართველოს ჩემპიონები. 16 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის მაისიდან მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი „ჰოკეი 5-ში“. დასკვნითი წრე ქუთაისში გაიმართა, აბაშელი ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდი (მწვრთნელები: მურთაზ მიქანაძე, ზაალ გოგიშვილი), 4 წრის შედეგის მიხედვით 2023 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე 4 წრის შედეგის მიხედვით...

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...

“ჩემი პირველი კომპიუტერი”-წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი აბაშის მუნიციპალიტეტის 26 მეათეკლასელს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს, მერაბ მიგინეიშვილთან ერთად გადასცა. პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო...